„გადამწყვეტი მომენტი პუტინთან ბრძოლაში“ – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი F-16-ების უკრაინაში ჩასვლაზე

Volkel, 3 november 2021, Vlb. Volkel beoefenen hun maximale gereedstelling en vliegen met 13 F-16's tegelijk. Foto: Formatie F-16's in de delta's boven de Noordzee.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის ჩასვლას ეხმაურება.

მისივე შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი პუტინთან ბრძოლაში.

„F-16-ები, რომლებიც უკრაინაში ჩავიდა, გადამწყვეტი მომენტია პუტინისა და მისი „სუ-35“-ების წინააღმდეგ. პირველმა უკრაინელმა პილოტმა სამეფო საჰაერო ძალების საფრენოსნო სწავლება მარტში დაამთავრა, ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა უკრაინის ცისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად ყველაფერი უნდა გააკეთონ“, – წერს შაპსი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები