ისრაელი: „ჰამასის” სამხედრო მეთაური ივლისის თავდასხმაში დაიღუპა

„ჰამასის” სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი გასულ თვეში დაიღუპა, ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმის შედეგად,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ. „ჰამასს” მისი სიკვდილი ჯერ არ დაუდასტურებია.

ისრაელის მტკიცებით, დეიფი ერთ-ერთი ფიგურა იყო, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ისრაელში. თავდასხმის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მოჰამედ დეიფის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ისრაელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 31 ივლისს თეირანში ლიკვიდირებულია „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე. ასევე, ბეირუთში მოკლულია „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი.

„ჰამასის” მიერ მართულმა ჯანდაცვის ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ უარყვეს, რომ დეიფი დაღუპულთა შორის იყო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ მუჰამედ დეიფის სიკვდილი „მნიშვნელოვანი ეტაპია“ „ჰამასის” დემონტაჟში.

“ეს ოპერაცია ასახავს იმ ფაქტს, რომ „ჰამასი” იშლება და რომ „ჰამასის” ტერორისტები შეიძლება ან ჩაბარდნენ ან განადგურდნენ”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები