კონსტანტინე გამსახურდია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორს – ზექერია გულთექინს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორს ზექერია გულთექინს შეხვდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ეროვნულ ბიბლიოთეკასა და იუნუს ემრეს ინსტიტუტს შორის მომავალ თანამშრომლობას, კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება ერთობლივად დაიგეგმოს.
მხარეებმა ისაუბრეს იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის პოპულარიზაციაზე ქართულ და თურქულ კულტურულ სივრცეებში.
კონსტანტინე გამსახურდიამ თურქ სტუმრებს წინადადებით მიმართა, რაც შეიძლება მეტი თურქული, როგორც ოსმალური, ისე თურქეთის რესპუბლიკის პერიოდის ლიტერატურა მიაწოდონ ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები