ქართველი პიანისტების წარმატება ესპანეთის საფორტეპიანო კონკურსზე

 ესპანეთის ქალაქ ვიგოში ჩატარდა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მსოფლიოში ცნობილი პიანისტები – მარტა არგერიხი, ციპრიან კაცარისი, პაბლო გალდო, სერხიო ტიემპო და რაფალ ბლეჩასი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ამ კონკურსზე გამოირჩა ორი ქართველი. დავით ხრიკულმა მოიპოვა პირველი პრემია, ხოლო 17 წლის ანა პაიჭაძემ დაიმსახურა საპატიო დიპლომი, რომლითაც დაჯილდოვდა 26 ნახევარფინალისტისგან მხოლოდ 8 მონაწილე.
ვულოცავთ ამ გამარჯვებას როგორც დავით ხრიკულს, ისე კონსერვატორიის აწ უკვე 1-ელი კურსის სტუდენტს ანა პაიჭაძეს.
ანა ნიჭიერთა ათწლედში ნინო მაისურაძის კლასში სწავლობდა, ახლა კი აგრძელებს სწავლას ასოც. პროფ. ნინო ჟვანიას ხელმძღვანელობით.
👇იხ. კონკურსის ფბ გვერდის მბული:
https://www.facebook.com/share/iCJdQyG9Kmq1qwCJ/?mibextid=LQQJ4d

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები