“რატომ გაიგივდა სიტყვა “ღალატი” გახარიასა და მის პარტიასთან?” – რას აცხადებს ირაკლი კირცხალია

“რატომ გაიგივდა სიტყვა “ღალატი” გახარიასა და მის პარტიასთან?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტში სხვადასხვა დროს მომხდარ დაპირისპირებებზე საუბრობს.

„რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან?

1. გარე დავალებების შესრულების ხარისხი

2. ამაზრზენობის ხარისხი

3. იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია

4. მთავარი – საკუთარი ქვეყნის ღალატი

5. პროვოკატორობის ხარისხი

მეხუთე, სიმბოლურ პუნქტზე ოდნავ ვრცლად, სადაც ბოლო დღეებში გახარიელებმა ნაცებს გადაასწრეს:
პრემიერის ანგარიშის შესახებ ერთი კრიტიკული შენიშვნაც რომ ვერ მოძებნეს, პროვოკაცია პირველმა შარაშიძე გახარიელმა სცადა, უშედეგოდ.

მეორე „შედეგიანი” მცდელობა “ფარულავა გახარიელმა” დედის გინებით და ჩხუბის დაწყებით აიღო თავის თავზე.
ქართველ დეპუტატებს ერთი საოცარი თვისება აღმოაჩნდათ – დედის გინებაზე და ხელის დარტყმაზე უეცრად პასუხი გადაწყვიტეს და, მოკლედ, მოხვდათ გახარიელებს.

იმ დღის მერე ტირილი და ვაი-ვიში, არავინ ისჯებაო. უპასუხეს, ასე ხდება მთელ მსოფლიოში პარლამენტში ჩხუბისასო. არა, ბატონო, აგერ პრეცედენტებიო – ბრიტანეთში, კარაოკე ბარში ჩხუბზე პარლამენტარი დასაჯეს, საბერძნეთში – ხელის მოტეხვაზე, სამხრეთ კორეაში – მხოლოდ ოპოზიცია, სენეგალში – ფეხმძიმე ქალის მუცელში ფეხის ჩარტყმაზეო…

და ჩვენ შემთხვევაში, რომელთან გვაქვს საქმეო – ეკითხებიან პასუხის პასუხად…

ფარულავა ტესტის პასუხს ელოდება და, აბა, ვნახოთო…”, – წერს ირაკლი კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები