“საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს დაინიცირებული სხვადასხვა კანონში, ასევე, კონსტიტუციური კანონის პროექტიც არის ინიცირებული, რომლის მიზანიც არის ღირსება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს კანონპროექტი, რომელიც, საბოლოო, აუცილებლად იქცევა კანონად, იმიტომ რომ ვხედავთ არაერთ მოვლენას მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ ეფუძნება ცრუ ლიბერალიზმს და მიზნად ისახავს, გარკვეული შეხედულებები და კონსერვატიული მრწამსი იყოს უგულებელყოფილი”, – აღნიშნავს დეპუტატი.