„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს შეიტანენ

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპოზიციის სარჩელი შევა.
სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები