გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ. მოზარდები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გააცილეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“ბაკურიანში კონკურსის წესით შერჩეული 150 -მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან. პროექტის მიზანია თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა. ბანაკში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბანაკი გორელ ახალგაზრდებს უკვე მესამე წელია მასპინძლობს”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები