Snoop Dogg-ი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას
Snoop Dogg-ი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
26 ივლისს რეპერი ჩირაღდანს გახსნის ცერემონიამდე, პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში გაატარებს, სადაც ოლიმპიური სოფლის ნაწილი, სტადიონი „სტად დე ფრანსი“ და ახალი ოლიმპიური ცენტრი მდებარეობს.
ამასთან, Snoop-ი პარიზში ამერიკული ტელეკომპანია NBC-ს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსში დარჩება.
გამოცემის ცნობით, რეპერი დაესწრება სხვადასხვა შეჯიბრს, გაესაუბრება სპორტსმენებს და მათ ახლობლებს.
ამასთან, ის პარიზის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში ხვალ გაიმართება.