მსჯავრდებულებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს

   12 პირობით მსჯავრდებული ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა. კულტურული ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ინიციატივით მოეწყო. პრობაციონერებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები: უძველესი ხანის ბრძოლისა და შრომის იარაღები, საოჯახო და სამეურნეო ნივთები, აგრეთვე სხვადასხვა ეპოქის ისტორიისა და კულტურის ამსახველი საინტერესო ნიმუშები. როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი კულტურული ღონისძიებები მსჯავრდებულებს სოციალურ რეაბილიტაციაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები