რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ხარკოვის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო „ფეისბუქზე“ იუწყება.

„პოლიცია მუშაობს ლოზოვას რაიონში მტრის თავდასხმის ადგილზე. დაშავდა ექვსი მოქალაქე. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტების თავდასხმის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები