ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის აქტუალურობასა და დამატებითი სასწავლო რესურსების შექმნის საჭიროებებს, ასევე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიისა და სხვა დარგების გაცნობა ემიგრაციაში მყოფი მოზარდებისთვის.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს დამატებითი სასწავლო რესურსის კონცეფციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები