“ვიდრე იქნება უკანონო “ბორდერიზაციის” ან უკანონო დაკავების თუნდაც ერთი ფაქტი, ეს არის უმძიმესი ინციდენტი” – ირაკლი ანთაძე
“ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ვიდრე იქნება უკანონო “ბორდერიზაციის” თუნდაც ერთი ფაქტი, ისევე – როგორც უკანონო დაკავების თუნდაც ერთი ფაქტი, ეს არის უმძიმესი ინციდენტი”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ანთაძემ განაცხადა, მთავარი აქცენტი გაკეთდება, რათა უკანონოდ დაკავებული პირების მიმართ იქნეს გამოყენებული ჰუმანიტარული მიდგომა და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა მიმდინარეობს.