“ძალიან საამაყოა, რომ საქართველომ ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“, მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა” – მიხეილ დუნდუა

“ძალიან საამაყოა, რომ საქართველომ ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“, მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორგანიზაცია „პროცესი დემოკრატიის მრავალფეროვნება“ ერთ-ერთი მოწინავე და ყველაზე ვრცელი ქსელია სამეცნიერო კვლევისა. უშუალოდ დემოკრატიაზე 4 ათასზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს, ასეულობით კოორდინატორი, მენეჯერი მართავს პროცესს და უშუალოდ დემოკრატიას იკვლევს. ძალიან საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო ამ მაჩვენებლით დიდი შვიდეულის 5 ქვეყანაზე წინ არის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკური გზავნილი იმისათვის, რომ საქართველო აღიქვან გარესამყაროში უსაფრთხო სახელმწიფოდ პოლიტიკური თვალსაზრისით”, – აღნიშნა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები