საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან გადავა

    2015 წლის 17 ივნისიდან გადავა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქუმსიაშვილის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მისივე განმარტებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ისინი, ვინც ე.წ. სახლის ანტენებით სარგებლობენ, მათთვის ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბოქსები. სეთ-თოფ ბოქსები 2014 წლის განმავლობაში საქართველოში მასობრივად შემოვა. “ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ისე მაუწყებლებისთვის არაერთი დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ისე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი ექნება შესაძლებლობა, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 7 თებერვალს დაამტკიცა. დოკუმენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები