იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. ენრიკო ლეტა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯიო ნაპოლიტანოს ოფიციალურად დღეს მიმართავს. იტალიის პრემიერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა “დემოკრატიულმა პარტიამ” ახალი მთავრობის ფორმირებას მხარი დაუჭირა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ბოლო პერიოდში იტალიის პრემიერ-მინისტრსა და “დემოკრატიული პარტიის” ლიდერს შორის ურთიერთობები დაიძაბა. რენციმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა, რომ ვერ შეძლო იტალიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პარტიის გუშინდელ სხდომაზე ახალი მთავრობის ფორმირების ინიციატივით “დემოკრატიული პარტიის” ლიდერი მატეო რენცი გამოვიდა. პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ენრიკო ლეტას სწორედ მატეო რენცი შეცვლის.