ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დაამტკიცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის დამტკიცებისთვის 361 ხმა იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები