21წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

21 წლის  ახალგაზრდის გიგა ოჩიგავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დავით გ. დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1992 წელს დაბადებულ გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს“,-აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში . გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები