ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დელაგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ზელენსკის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მისივე თქმით, სენატორებთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის.
„მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, კონგრესის ორივე პალატას, ორივე პარტიასა და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.