უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 6 დრონი გაუშვეს.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელებმა ყველა გაშვებული დრონი ნიკოლაევის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ძალებმა რაკეტები და დრონები კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს და სუმის ოლქს დაარტყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები