ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, 11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არაფორმალური შეხვედრის ხასიათს ატარებს.

Bloomberg-ის ანონიმური წყაროს განცხადებით, დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანისთვის მოსკოვსა და კიევს შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებისთვის საფუძვლის ჩაყრა არ უთხოვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები