ჯორჯ კლუნი: ბაიდენი მიყვარს, მაგრამ გამარჯვებისთვის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი გვჭირდება

მსახიობი, აქტივისტი და დემოკრატების მსხვილი დონორი ჯორჯ კლუნი აცხადებს, რომ დემოკრატებს არჩევნებში ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებათ.

„მე მიყვარს ჯო ბაიდენი, როგორც სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. მე მას მეგობრად მივიჩნევ, მჯერა მისი, მისი ხასიათის და მორალის. ბოლო ოთხ წელში მან ბევრი ბრძოლა მოიგო, რასაც შეეჩეხა. ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებს, არის ბრძოლა დროის წინააღმდეგ“, – წერს კლუნი The New York Times-ისთვის გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

ამასთან, მსახიობი სტატიაში აღნიშნავს, რომ დღევანდელი ბაიდენი არაა იგივე ადამიანი, ვისაც წლების წინ იცნობდა.

მისივე თქმით, „დემოკრატები“ იმდენად იყვნენ შეშინებულნი ტრამპის მეორე ვადის პერსპექტივით, რომ „ჩვენ გადავწყვიტეთ არ შეგვემჩნია ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი“, როდესაც საქმე ბაიდენის დაბერებას ეხება.

„ამ პრეზიდენტით ნოემბერში ვერ გავიმარჯვებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას, დავთმობთ სენატს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრი, რომლებსაც მე პირადად ვესაუბრე. ჯო ბაიდენი გმირია. მან გადაარჩინა დემოკრატია 2020 წელს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს 2024 წელს“, – დასძინა კლუნმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები