შიმშილობის აქციას კიდევ ოთხი თანამშრომელი შეუერთდება

   საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების შიმშილობის აქციას კიდევ ოთხი თანამშრომელი შეუერთდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მოშიმშილეების აქციას სოლიდარობის ნიშნად ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა და “თელასის” თანამშრომელთა პროფკავშირის თანამშრომლები შეუერთდებიან. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხუთმა მეხანძრე მაშველმა შიმშილობა 12 თებერვალს დაიწყო. აქციის მონაწილეები სამსახურიდან პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული 7 თანამშრომლის აღდგენას და სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვენ. სახანძრო სამსახუთან კარავია გაშლილი, სადაც მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ დარჩენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები