ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„10 ივლისს ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტს დაესწრებიან.