მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლის, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად დაკავების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაია „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში“ დაადანაშაულა.

„იულია ნავალნაია მიიმალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა აირჩია“, – ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლეს რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები