„დიდი იმედგაცრუება“ – ზელენსკიმ პუტინთან მოდის შეხვედრა გააკრიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მოსკოვში ვიზიტი გააკრიტიკა, რომელიც სწორედ იმ დღეს განხორციელდა, როდესაც რუსებმა კიევში, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.
ზელენსკიმ აღნიშნულ ვიზიტს „დიდი იმედგაცრუება“ უწოდა.
CNN-ის ცნობით, მოდი პუტინს მის რეზიდენციაში, ნოვო-ოგარიოვოში, მოსკოვის მახლობლად შეხვდა, ხოლო რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში პირველად ჩავიდა.
„დიდი იმედგაცრუება და დამანგრეველი დარტყმაა სამშვიდობო ძალისხმევისთვის, როდესაც ხედავთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება ასეთ დღეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.