რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს – არიან დაშავებულები, მათ შორის 6 წლის ბავშვი
რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 წლის ბავშვი.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„კრამატორსკში დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის არის 6 წლის ბავშვი“, – წერს ფილაშკინი.
მისივე თქმით, ბავშვს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. დაჭრილი ორი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
თავდასხმის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.