რობერტ ფიცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა
რობერტ ფიცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ძვირფას, პროგრესულ და ლიბერალურ მედიას, ვწუხვარ, რომ გადავრჩი, მაგრამ მე დავბრუნდი“, – წერს ფიცო.
ცნობისთვის, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შემდეგ ფიცომ მთავრობის პირველი სხდომა გამართა.