Reuters: ნატოს რუსეთისგან თავდასაცავად 50 ახალი ბრიგადა დასჭირდება

ნატოს 35-50 ახალი ბრიგადა დასჭირდება იმისთვის, რომ რუსული თავდასხმისგან თავი დაიცვას, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ნატოს ერთი ბრიგადა 3000-დან 7000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, ამიტომ 35-50 ბრიგადის შექმნა სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა.

ამასთან, კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ნატოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იქნება.

სააგენტოს ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ახალი გეგმები აქვს, რომლის რეალიზებას დამატებითი სამხედრო ძალა სჭირდება.

ინფორმაციისთვის, ნატოს სამიტი, რომლის მონაწილეებიც განახლებულ გეგმებს განიხილავენ, 11 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები