თეთრი სახლი: ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დაავადების საწინააღმდეგო არანაირ მედიკამენტს არ იღებს, თუმცა კარინ ჟან-პიერმა დასძინა, რომ ბაიდენი ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების ფარგლებში, ნევროლოგთან რამდენჯერმე მივიდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი ექიმი ნევროლოგ კევინ კანარდს შეხვდა, რომელიც კონკრეტულად პარკინსონით დაავადებულებს მკურნალობს.
კანარდი 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულამდე თეთრ სახლს რვაჯერ ესტუმრა.