რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ინდოეთის მოქალაქეებთან კონტრაქტებს გაწყვეტს

ინდოეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, საკონტრაქტო სამსახურიდან გათავისუფლდებიან და სახლში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთის აღნიშნულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაშიც დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. სწორედ ნარენდრა მოდიმ წამოჭრა ეს საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები