BYD-ი თურქეთში წარმოების ქარხნის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის გარიგებას დათანხმდა
ჩინეთის უმსხვილესი ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია BYD-ი თურქეთში წარმოების ქარხნის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის გარიგებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას ხელი სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს.
ამასთან, გამართულ ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და BYD-ის აღმასრულებელი დირექტორი ვანგ ჩუანფუ ესწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, წარმოება, 2026 წლის ბოლოსთვის დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა ჩინური გავლენებისგან ბლოკის ავტოინდუსტრიის დასაცავად ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები გაზარდა.
თურქეთის მთავრობამაც ქვეყნის ავტომწარმოებლების მხარდასაჭერად ჩინური მანქანების იმპორტზე დამატებით 40%-იანი ტარიფი დააწესა.