ესპანეთში ბორანს ცეცხლი გაუჩნდა – ევაკუირებულია 350 მგზავრი
მალიორკისკენ მიმავალ ბორან Tenasia-ზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც 350 მგზავრის ევაკუირება გახდა საჭირო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბორანზე მყოფ მგზავრებს, 24 საათის განმავლობაში, საევაკუაციო ნავებში მოუწიათ ყოფნა, რადგან ბორან Tenasia-ს ძრავის ოთახში ხანძარი გაჩნდა.
შემცვლელ გემებზე გადაყვანის შემდეგ, მგზავრები ვალენსიის საწყის პორტში დააბრუნეს.
მედიის ინფორმაციით, მგზავრებს დანიშნულების ადგილზე შემცვლელი ბორნით მიიყვანენ.