ჯო ბაიდენი: კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა
კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირობა დადო, რომ ის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის სისტემას.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან მომენტში და არ უგულებელვყოთ რუსეთის აგრესია“, – თქვა ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ ღამით რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 41 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 170.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო კიევში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.