ჯო ბაიდენი 10 ივლისს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 10 ივლისს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს თეთრ სახლში შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი ავრცელებს.

„ოთხშაბათს პრეზიდენტი გამართავს თავის პირველ ორმხრივ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან თეთრ სახლში“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ალიანსის 32 წევრს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა – ამასთან დაკავშირებით ბაიდენი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და ის პარტნიორები დაესწრებიან, რომელთაც ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებებს უკრაინასთან.

ჯონ კირბის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე ნატოს ალიანსი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს უკრაინასთან პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის ქალაქების დასაცავად, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ექნებათ რამდენიმე განცხადება სამიტზე.

ამასთან, უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად, ნატოს ალიანსი მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯების შესახებ გამოაცხადებს“, – აღნიშნა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები