კიევში, რუსეთის თავდასხმის დროს, მეტროსადგურებში 32 000 ადამიანი იმალებოდა (ფოტო)

8 ივლისს, რუსეთის არმიის თავდასხმის დროს კიევის მეტროსადგურებს თავი 32 000-მა ადამიანმა შეაფარა, მათ შორის 2 200-მდე ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„კიევზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, 32 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი დედაქალაქის მეტროსადგურებს, მათ შორის 2 200 ბავშვია“, – თქვა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა.

როგორც მან აღნიშნა, მეტროპოლიტენის 46-ვე სადგური მთელი საათია განმავლობაში თავშესაფრის რეჟიმში მუშაობდა.

ცნობისთვის, რუსეთმა 8 ივლისს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები