„ჰამასი“ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მეტი დაბრკოლების შექმნაში ადანაშაულებს

„ჰამასი“ ცდილობს იყოს „მოქნილობა და პოზიტიურობა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი განაგრძობს „დაბრკოლებების“ შექმნას ამ პროცესის შესაფერხებლად, – ამის შესახებ ნათქვამია პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნული დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ ამძაფრებს ისრაელის აგრესიას პალესტინელების წინააღმდეგ და აგრძელებს ღაზაში ოჯახების იძულებით გადაადგილებას.

„ჰამასმა“ შუამავლებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ ჩაერიონ ნეთანიაჰუს ქმედებებში, რათა დასრულდეს ისრაელის მთავრობის მეთაურის მხრიდან დანაშაულები და გენოციდი.

დაჯგუფება ასევე დასძენს, რომ ისინი ისრაელის „ფაშისტური ძალების“ მიმართ თავიანთ წინააღმდეგობას კვლავ გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები