კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე დაწერა.

„ქალაქის ხელისუფლებამ 9 ივლისი დედაქალაქში გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთის მიერ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო“, – წერს მერი.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ცნობისთვის, რუსეთმა დღეს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები