ინდოეთის პრემიერი მოსკოვში გაემგზავრა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ქვეყნის პრემიერი რუსეთში მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზე ჩავა.

ნარენდრა მოდი რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით ინდოეთ-რუსეთის 22-ე ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად ჩადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები