საფრანგეთის პრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა

მმართველი გუნდის მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

განცხადება მან ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციის წინ გააკეთა.

“პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც მე წარმოვადგენ, სამჯერ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ვარაუდობდნენ. თუმცა, უმრავლესობას აღარ წარმოადგენს. ამიტომ, როგორც ტრადიციებისა და პრინციპების ერთგული დამცველი, ჩემი გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტს გადავცემ”, – აცხადებს გაბრიელ ატალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები