რობერტ ფიცომ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს მხარი დაუჭირა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც მასზე თავდასხმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ, მხარი დაუჭირა მისი უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის ვიზიტს მოსკოვში, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფიცომ თავის პირველ გამოსვლაში კვლავ მოუწოდა ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ და აღნიშნა, რომ ის ორბანთან ერთად ჩავიდოდა მოსკოვში, ჯანმრთელობას რომ შეეწყო ხელი.

„დღევანდელი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სამშვიდობო ინიციატივები საკმარისი არ არის, ვიმეორებ, საკმარისი არ არის“, – აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი მოსკოვში 5 ივლისს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები