ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

ამასთან, მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,8% შეადგინა.

ცნობისთვის, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები