თეთრი სახლი ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტს „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.
ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი ორბანის არჩევანით შეშფოთებულია.
„ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.