უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მუშაობას გააგრძელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებს.

ამასთან, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარეთა პოზიციები მოგვარების თაობაზე ერთმანეთისგან კვლავ შორსაა.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ. გამოცდილებიდან მივხვდი, რომ უკრაინისა და რუსეთის პოზიციები ურთიერთობის მოგვარების თაობაზე ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. მათ დასაახლოებლად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ომის დასრულებამდე, ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დავამყარეთ კონტაქტი. მე გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები