ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ემხრობა უკრაინასთან კონფლიქტის დასრულებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტის დასრულების მომხრეა.

ამასთან, მან დაასახელა ის პირობები, რომლებსაც რუსეთი უკრაინას უყენებს.

„რუსეთი ემხრობა კონფლიქტის სრულ და საბოლოო დასრულებას.

ამის პირობები, როგორც უკვე ვთქვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს გამოსვლაში არის ჩამოყალიბებული.

საუბარია უკრაინის ჯარების სრულ გაყვანაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები