მეფე ჩარლზმა კეირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა

მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მეფე ჩარლზსა და კეირ სტარმერს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში შედგა.

კეირ სტარმერი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითში გაემართება, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე მეფე ჩარლზი რიში სუნაკს შეხვდა და მის თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულ სამეფოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები