ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

კრემლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა რუსეთში, მოსკოვში. გვესმის, რომ ამჯერად ჩამოსული ხართ არა მხოლოდ როგორც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანა“, – მიმართა პუტინმა ორბანს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ვიქტორ ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანი რუსეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები