მეფე ჩარლზი რიში სუნაკის გადადგომას დათანხმდა

ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზი რიში სუნაკის თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა.

„დღეს დილით პატივცემულ რიში სუნაკს მეფესთან აუდიენცია ჰქონდა და პრემიერ-მინისტრის და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებით მიმართა, რაც მისმა უდიდებულესობამ დიდი სიამოვნებით მიიღო“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულ სამეფოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები