ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ორბანი 2 ივლისს კიევში იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაზე და რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრეს.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები