ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება.

„ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვსაუბრობ არა იმდენად ახალ ტექსტზე, რამდენადაც მისი შექმნისა და მიღების ახალ მეთოდზე.

ჩვენ გვჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ხალხი მათ მიერ შექმნილად და მიღებულად თვლის და მიიჩნევს, რომ ის, რაც მასში წერია შეესაბამება მათ იდეებს მათ მიერ შექმნილი სახელმწიფოს შესახებ და ამ სახელმწიფოში ხალხსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების შესახებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მოქალაქე დღეს არ მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია გამოხატავს მის იდეებსა და სურვილებს, რაც უნდა შეიცვალოს.

“ჩვენ გვჭირდება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული კონსტიტუციის შემქმნელთან – ხალხთან“, – დასძინა ფაშინიანმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს რეფერენდუმზე ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომლის შედეგებმაც ეჭვები არ უნდა გააჩინოს და ამ კონსტიტუციამ უნდა გახადოს სომხეთი უფრო კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი ახალ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები